ჩხორიის საჯარო სკოლის  V კლასის დამრიგებლის
ირინა სოსელიას   წლიური  ანგარიში

                                                                                                        

 2012-13  სასწავლო წლის დასაწყისში  მეხუთე  კლასში სიით ირიცხებოდა
9–  მოსწავლე. მოსწავლეთა მოძრაობა არ ყოფილა. წლის ბოლოსათვის კლასში კვლავ 9–მოსწავლეა.
    სულ   გაცდენილია 53  საათი  საპატიო მიზეზით,  არასაპატიო მიზეზით  გაცდენებს ადგილი არ ჰქონია.
     სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გავაცანი მოსწავლეთა ქცევის წესები, უფლებანი და მოვალეობანი. ერთობლივად შევიმუშავეთ წლიური სამუშაო გეგმა, მშობელთა კრებების განრიგი, ვისაუბრეთ იმ მოსალოდნელი სირთულეების შესახებ, რაც სასწავლო პროცესში გვხვდება.        
   ჩავატარეთ  მშობელთა კრება-- ,, მე–5 კლასელთა შეგუება ახალ  სასწავლო გარემოსთან’’განვიხილეთ თუ როგორ უნდა დაეხმარონ მშობლები შვილებს იმ მოსალოდნელი სოციალური და აკადემიური პრობლემების დაძლევაში რამაც შეიძლება თავი იჩინოს ასაკობრივ თავისებურებებთან ერთად, და რა შემთხვევაში იქნება  ადაპტაცია წარმატებული.
     უნდა აღვნიშნო , რომ მე–5 კლსის მოსწავლეები არიან მოწესრიგებულნი, გონიერნი, აქტიურნი  აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, სანიმუშოდ ასრულებენ საშინაო დავალებებს. აქტიურად ერთვებიან შიდა სასკოლო თუ სკოლის გარეშე ღონისძიებებში, ოლიმპიადებში, ვიქტორინებში.
    ორმა მოსწავლემ გიორგი სოსელიამ და შუშანიკ ზუმაძემ  მონაწილეობა მიიღო ინგლისური ენის რესპუბლიკურ ოლიმპიადაში- ,,Lingua” , რომელიც გაიმართა ქ. თბილისში მ/წლის ნოემბრის თვეში.  მატემატიკურ ოლიმპადა  ,, ევერესტში’’ შემოდგომა–ზამთრის სეზონში რაიონის 10–საუკეთესო მოსწავლეთა შორის აღმოჩნდნენ მოსწავლეები:  გიორგი სოსელია და ლუკა პაპასქირი. მათემატიკურ ოლიმპიადაში( შემოდგომა–ზამთრის სეზ.)  ,,კინგსი’’ ფინალისტები გახდნენ: შუშანიკ ზუმაძე და გიორგი სოსელია .  გიორგი სოსელია  ქალაქის (ზუგდიდი)  მასშტაბით   I  ადგილზე გავიდა.
    აქვე მინდა ვთქვა მათემატიკის მასწავლებლის მიერ გაწეულ  შრომაზე, დამატებით გაკვეთილებზე  რამაც დადებითი შედეგი გამოიღო.
    საინტერსო პროექტი განახორციელა ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა– ქ–ონ ინეზა ოდიშარიამ   – ,,მცენარეთა თესლების გაღვივება და აღმოცენება“ მოსწავლეებმა პრაქტიკულად განახორციელეს პროექტი ,  2–3 კვირის განმავლობაში ამშვენებდა კლასის ფანჯრის რაფებს აღმოცენებული მწვანე მცენარეები ( ჯეჯილი, სიმინდი, ლობიო...) .     ასევე  მრავალმხრივი და საინტერესო გაკვეთილები ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში. უყვართ ხელოვნებისა და მუსიკის გაკვეთილები, კლასში ყველა მოსწავლე კარგად ხატავს, ისტ–ის მასწავლებლის  დახმარებით აგროვებენ ინფომაციებს , მსჯელობენ ხელოვანთა შემოქმედებაზე და მათ მნიშვნელობაზე.
     კლასი წარმატებით მონაწეილეობს  შიდა სასკოლო და სკოლის გარეშე ღონისძიებებში. ჩატარდა ვიქტორინა ,, ყველაზე ჭკვიანი“ V-კლასმა ღირსეული მეტოქეობა გაუწია VI –კლასს და წარმატებასაც მიაღწია.
     ასევე წარმატებით ჩავატარეთ საშობაო ღონისძიება – ,, გილოცავთ შობა–ახალ წელს“
მოსწავლეთა  აკადემიური  მოსწრების   ამსახველი  ცხრილი: 
 I სემესტრი
მაღალი შეფასება( 8–10)
9
მოსწავლე
საშუალო შეფასება (6–7)
0

დაბალი  შეფასება  (1–5)
0




სამი მოსწავლე:

  სოსელია გიორგი-9,8
  ზუმაძე შუშანიკი–9.7           10–ქულოსანია
  სამუშია მარიამი–9.5



 ორი მოსწავლე:  
     
 თორდია მირიანე–8.7                   9–ქულოსანი
  პაპასქირი ლუკა – 8. 5         

ოთხი მოსწავლე;
  ღვინჟილია სალომე-8,3
  
  ქობალია ლევანი      –8.1
  თორდია გიორგი     –8.0     
                                  კლასის საერთო მოსწრების დონე–8.8

    ჩავატარეთ  მშობელთა კრება გავაცანი  პირველი სემესტრის შედეგები , მშობლებმა ხელი მოაწერეს თავიანთი შვილების აკ. მოსწრების ინდივიდუალურ შეფასებებს. 
           მეორე სემესტრში განვახორციელეთ პროექტი  ,, რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ ’’. პრეზენტაცია წარვადგინეთ დირექციის წინაშე.
ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ხელოვნება– ქართული– ისტ
კლასი აქტიურად იყო  ჩართული  სასკოლო ღონისძიებებში: დედის დღე,
9 აპრილი, დედაენის დღე,  ქართული კალიგრაფია, სააღდგომო გამოფენა, დედამიწის დღე.
  თეა მასწავლებლის ძალისხმევით მოსწავლეებს მიეწოდებოდათ ასაკის შესაფერისი ლიტერატურა, იმართებოდა დისკუსიები, ფილმების განხილვა.
    ყველა სასწავლო დისციპლინაში სისტემატიურად ტარდებოდა შემაჯამებელი გაკვეთილები    და  ტესტირებები.  ჩატარდა  სასკოლო  ტესტირება  ქართულ ენაში,
მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი ცოდნა,  საკმოდ მაღალი შეფასებები მიიღეს.
   მოსწავლეებმა:  შუშანიკ ზუმაძე , მარიამ სამუშია, მირიან თორდია, გიორგი სოსელია, ლევან ქობალია მონაწილეობა მიიღეს გაზაფულ–ზაფხულის სეზონის ,,კინგსი’’– მატემატიკისა და ინგლისური ენის ,  ,,ევერესტი’’– მატემატიკისა და ქართული ენის ოლიმპიადებში.  ქართულ ენასა და მატემატიკაში  ფინალისტი              ( სიგელიანტი)  გახდა გიორგი სოსელია.
    ჩატარდა კლასის საათები შემდეგ თემებზე: ,,მეგობრობა გზად და ხიდად“,
,, თანამშრომლობა’’,  ,,როგორ ვსწავლობთ’’,  ,,ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“,  ,,ეტიკეტი’’  და სხვა
ჩავატარეთ  მშობელთა 4 კრება, სადაც განვიხილეთ  საკითხები:  გაცდენა-დაგვიანების შესახებ, კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებების შესახებ, სემესტრული შედეგების გაცნობა.
   წლის ბოლოს მე–6 და მე–9 კლასის დამრიგებლებთან ერთად, მშობლების თანამონაწილეობით განვახორციელეთ პროექტი : ექსკურსია -,,გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია’’. მოსწავლეებმა მოიძიეს  ინფორმაციები, ფოტო მასალები და ექსკურსიაზე ნანახი,  აღქმულ შთაბეჭდილებების საფუძველზე გააკეთეპრეზენტაცია , რაც  სლაიდების გამოყენებით  წარადგინეს კლასის წინაშე.
მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შედეგები:
II სემესტრი
მაღალი შეფასება( 8–10)
9
მოსწავლე
საშუალო შეფასება (6–7)
0

დაბალი  შეფასება  (1–5)
0



                               


                                                                                                                მოსწავლეთა რეიტინგული დიაგრამა
9–ვე მოსწავლეს გააჩნია  სტატიური პორტფოლიო–მოსწავლეთა საუკეთესო ნამუშევრების კრებული, რომელიც განიხილა და შეაფასა დირექციამ , დაურთო შესაბამისი კომენტარი და
სასწავლო წლის ბოლოს  გადავეცით  მშობლებს.
   შევქმენი მეხუთე კლასის ბლოგი, სადაც განთავსებულია კლასში ჩატარებული ღონისძიებების,  ღია გაკვეთილების, ვიქტორინების, საკლასო გამოფენების ამსახველი ფოტო მასალები,  ასევე ნახავთ განხორციელებული პროექტების პრეზენტაციებს სლაიდების სახით.  მისამართი: blogspot.irinasoselia
                                                                                       
                                                                                                     2013 წელი    30.06 /06                                                                                                                                 

                                                                                                                      ი. სოსელია

Комментариев нет:

Отправить комментарий